წალკაში ბანკი გაძარცვეს

2017-10-08 13:15:42

გუშინ წალკაში „საქართველოს ბანკი“ გაძარცვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველი დაცვის პოლიციის თანამშრომელი იყო. „ინფო რუსთავს“ შსს-მ ფაქტი დაუდასტურა და განაცხადა, რომ: "ფაქტზე დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.“