"ბოლნისქალაქობა 2017" აღინიშნება

2017-10-07 16:40:38

ბოლნისში „ბოლნისქალაქობა 2017“ აღინიშნება. დღესასწაული გერმანიის სამხედრო ორკესტრმა გახსნა, რომელმაც ბოლნისის ქუჩებში მსვლელობა მოაწყო. ქართველმა და გერმანელმა ხელოვანებმა თეატრალური დადგმები გამართეს. პროგრამის ფარგლებში ბოლნისელების წინაშე ქართული ახალგაზრდული გუნდი "თუთარჩელა" წარსდგა. დღის განმავლობაში დაგეგმილია როგორც კულტურული, სპორტული და საბავშვო ღონისძიებები, ისე სხვადასხვა პრეზენტაციები. „ბოლნისქალაქობის“ ფარგლებში გაიმართება ბოლნისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია. დღის ბოლოს კი დაგეგმილია ჯგუფ „REGGAEON”-ის კონცერტი. „ბოლნისქალაქობის“ აღნიშვნა 8 ოქტომბერსაც გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები და პრეზენტაციები გაიმართება.