რუსთავში ავტომობილი მამაკაცს დაეჯახა [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, შარტავას მოედანთან, 60 წლამდე მამაკაცს "რენოს" მარკის ავტომობილი დაეჯახა.
შეჯახების შედეგად მამაკაცმა სხეულის სხვადასხვა ადგილზე დაზიანება მიიღო. ავტომობილის მძღოლმა "ინფო რუსთავს" განუცხადა რომ ის შარტავას წრის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც მას მამაკაცმა მოულოდნელად გადაურბინა.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული. პაციენტის გადაყვანა "კლინიკა რუსთავში" მოხერხდა. კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმის, ლალი ღირსიაშვილის თქმით, მამაკაცაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ მიუღია.