რუსთავის მეტალურგიული საწარმო "რუსელოისის" 400-მდე მუშა უკვე მე-2 დღეა გაფიცულია.
დასაქმებულების მოთხოვნა, გაიზარდოს ხელფასები 50%-ით, უცვლელია.
საწარმო ამჟამად გაჩერებულია. შეკრებილი მუშები ამბობენ, რომ მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები, სამუშაო ადგილებს არ დაუბრუნდებიან.
უცვლელია საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციაც. ხელმძღვანელობის თქმით, კომპანიას ხელფასების ზრდის რესურსი ფიზიკურად არ აქვს.