სურსათის ეროვნულმა სააგნეტომ რუსთავში არსებული ერთ-ერთი საშაურმე დააჯარიმა. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა განუცხადა.
მისი თქმით, საშაურმე ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა.
ლიპარტელიანის ინფორმაციითვე, რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო, ასევე დასანქცირდა ქალაქში არსებული 2 სასურსათო მაღაზია. ჯარიმის ოდენობა 1000 ლარით განისაზღვრა.
ჯამურად, გასულ თვეში, რუსთავში გეგმიური თუ არაგეგმიური შენოწმება 34 ობიექტს ჩაუტარდა. კრიტიკული შეუსაბამობა არცერთ მათგანში არ დაფიქსირებულა.
სააგენტოში საშაურმის სახელწოდებას არ ასახელებენ.