ალექსანდრე წივწივაძე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია

2022-09-04 12:22:21

რუსთაველი ალექსანდრე წივწივაძე კანოე-კაიაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

სპორტსმენმა ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 500 მეტრიანი დისტანციის გაცურვას თავი შესანიშნავად გაართვა და დამსახურებული ოქროს მედალიც მოიპოვა. 

შეჯიბრი უნგრეთის ქალაქ სეგედში, 19-დან-23 წლამდელებს შორის მიმდინარეობს.

ინფორმაციისთვის, ალექსანდრე წივწივაძე უკვე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები