"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელიდან შეტყობინება შემოვიდა, რომ დაკარგული იყო მცირეწლოვანი ბიჭი. ოჯახის წევრის განცხადებით, 4 წლის ბავშვი დაახლოებით 1 საათის წინ საცხოვრებელი სახლიდან გავიდა და ვეღარ პოულობდნენ.
მაშველები დასახმარებლად დაუყონებლივ გავიდნენ, და უმოკლეს პერიოდში საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 1,5 კმ-ის მოშორებით, სარწყავი არხის მიმდებარედ იპოვეს და უვნებლად დაუბრუნეს ოჯახს.
პატარა ბიჭი თავს კარგად გრძნობს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. (ფოტო ქვეყნდება მშობლის ნებართვით)"