რუსთავის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება, ნაწილს კი - დაბალი წნევით მიეწოდება

2022-08-31 17:37:17

რუსთავის წყალის განცხადება:
"დღეს, 31 აგვისტოს, ქალაქ რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე კომპანია ,,რუსთავის წყალი” წყალსადენის ქსელის დაზიანებულ მონაკვეთზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

წყალმომარაგების სტაბილურობისთვის გადაუდებელი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში  შესრულდება და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 31 აგვისტოს, საღამოს 17:00 საათიდან 21:30 საათამდე წყალი დაბალი წნევით მიეწოდება:

ქალაქ რუსთავის მარცხენა სანაპიროს.

31 აგვისტოს 21:00 საათიდან 1-ლი სექტემბრის დილის 09:00 საათაამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ქალაქ რუსთავში - მე-11-12, მე-14-21-ე მიკრორაიონებს, ლეონიძის, მესხიშვილის, თოდრიას, მოდებაძის, ფალიაშვილის, ლესელიძის ქუჩებსა და ჭყონდიდელის დასახლებას.

რუსთავის წყალი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას რუსთავის წყალი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით.