ლარი კიდევ გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9045 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9045 ლარი გახდა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8607 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0438 ლარი შეადგინა.
Bloomberg-ზე გამოქვეყნებული მონაცემით კი 1 დოლარის ღირებულება 2.9172 ლარია