ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში 35 წლის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ პირებს შორის შელაპარაკება უძღოდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, დაკავებულია ერთი პირი.