გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ახალი პროექტის ფარგლებში, ექსპრეს ლაბორატორიის საშუალებით ოქტომბერის თვეში 15-მდე ქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე ელ. მაგნიტური გამოსხივებისა და ხმაურის დონეების კვლევა ჩაატარა. იმ ადგილებში სადაც რუსთავში კვლევა ჩატარდა გაირკვა რომ ელ. მაგნიტური გამოსხივება მკვტ/სმ2 ყველაზე მაღალი არის სასტუმრო "რუსთავი"-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, მისი ნიშნული 2,413 შეადგენს, აღნიშნული ლოკაცია საქართველოს მასშტაბით 107 ადგილთან მიმართებაში (გურჯაანის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის შემდეგ-2.58) მეორე ადგილზეა, თუმცა დადგენილ ნორმებს არ აჭარბებს. რაც შეეხება ხმაურის დონეებს, რუსთავში ჩატარებული კვლევის შედეგად ირკვევა რომ მაქსიმალური დეციბალი ფიქსირდება ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე - 61.7 ; სასტუმრო "რუსთავი"-ს მიმდებარე ტერიტორიაზე 63.5 და მერიის მიმდებარე ტერიტორიასთან 70.3 პირველი ორი ლოკაცია დასაშვებ ზღვარს არ აღემატება, ხოლო მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაურის დეციბალი დასაშვებ ნორმას 0.3-თ გადაცდა.