რუსთაველებს წყალმომარაგება ხვალ, 20:00 საათზე აღუდგებათ - ამის შესახებ “ინფო რუსთავს” “რუსთავის წყლის” დირექტორის მოადგილემ, თემურ ჯანელიძემ განუცხადა.
გაგარინის ქუჩაზე, დაზიანებულ წყალსადენის ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. ჯანელიძის თქმით, ტექნიკური ჯგუფი სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებს და წყალმომარაგების აღდგენა შესაძლებელი ხვალ საღამოდან გახდება.