ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უწყების თანამშრომლებმა დააკავეს.
ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.
გუშინ, „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს პირდაპირი ჩართვის დროს თავს დაესხნენ. უცნობმა პირმა ჟურნალისტს, რატი წვერავას მიკროფონი წაართვა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი მედიის წარმომადგენლებს დანით ემუქრებოდა.