ქვეწარმავალი რუსთავის ცენტრალურ პარკში. დამსვვენებლებმა გველი, ღამის საათებში, ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე შენიშნეს.
რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელის, დავით იშხნელის განმარტებით, ქვეწარმავალი მოზრდილი ზომის ანკარა იყო.
მისივე რეკომენდაციით, მსგავს შემთხვევაში აუცილებელია მოქალაქეებმა სიმშვიდე შეინარჩუნონ, არ გამოიოჩინონ ქვეწარმავლის მიერ აგრესიული ქმედება და ინფორმაციისთვის დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე - 13 00 ან ჯანდაცვის ცენტრს ნომერზე - 28 74 75.
ცენტრში აცხადებენ, რომ სამსახური შეტყობინებაზე რეაგირებას უწყვეტ რეჟიმში მოახდენს.