ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად სასაზღვრო პოლიციის 3 ვერტმფრენი ქარის ჩადგომისთანავე ჩაერთვება, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსმა დავით სუხიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებს რთული კლიმატური პირობები ართულებს.
„ადგილზე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის 3 ვერტმფრენი, რომელიც ქარის ჩადგომისთანავე განაახლებენ ხანძრის ქრობის სამუშაოებს. ასევე, გაზრდილია მეხანძრე-მაშველთა რაოდენობა 250-მდე. ადგილზე გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა და ხანძრის ჩასაქრობად ვმუშაობთ“, - განაცხადა დავით სუხიშვილმა.