რუსთავის პოლიციამ მამაკაცი დააკავა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ძველ რუსთავში 50 წლამდე მამაკაცი სამართალდამცავებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. პირადი ჩხრეკისას მამაკაცს ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა.
პოლიციამ მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავა.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.