რუსთავში თითქმის ერთი წელია მეგობრობის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში კორპუსების გარე ფასადების შეცვლა ხდება, თუმცა არის რამდენიმე კორპუსი, რომელთაც რეაბილიტაციაც მხოლოდ სამი მხრიდან ხდება და შიდა, ეზოების მხარე ძველი იერსახით რჩება.
ამ კორპუსებში მცხოვრებლები მოითხოვენ, რომ სარემონტო სამუშაოები კორპუსებს სრულად ჩაუტარდეს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაუკავშირდა მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომლის დაფინანსებითაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, და ჰკითხა, მოხდება თუ არა პროექტში ცვლილების შეტანა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის პოზიციის გათვალისწინებაც მოხდებოდა.
საკითხზე სპეციალურმა კომისიამ იმსჯელა და როგორც ფონდში აცხადებენ, ამ ეტაპზე პროექტში ცვლილების შეტანა არ მოხდება და, შესაბამისად, რამდენიმე კორპუსს რეაბილიტაცია მხოლოდ სამი მხრიდან ჩაუტარდება.