უჯარმაში, მდინარე იორში 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ისინი იორზე საბანაოდ იმყოფებოდნენ, რა დროსაც, ერთ-ერთ ძმას ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა, მეორე კი წყალში მის გადასარჩენად შევიდა.
როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს ძებნის ოპერაცია.
სოფელში ამბობენ, რომ ახალგაზრდები ადგილობრივები არ არიან და უჯარმაში სტუმრად იმყოფებოდნენ.