რუსთავის ერთ-ერთ სკოლა 15 ახალი პერსონალური კომპიუტერი გადაეცემა

2022-07-13 13:11:20

რუსთავის სსიპ ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის  N26 საჯარო სკოლას 15 ახალი პერსონალური კომპიუტერი გადაეცემა.

კომპიუტერებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით 274 სკოლისთვის ყიდულობს, რომელთა შორისაც რუსთავის 26-ე საჯარო სკოლაცაა.

სააგენტო საერთო ჯამში  2 528 ახალ პერსონალურ კომპიტერს შეიძენს, რომლისთვისაც 5 801 760 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი აქვს გამოცხადებული.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები