სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 აგვისტოს 06:00 საათიდან 09:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მე-17, მე-19, მე-12, მე-11 და მიმდებარე მიკრორაიონებში, აგრეთვე ხერხეულიძის, ტურგენევის, მარჯანიშვილის, შევჩენკოს და მიმდებარე ქუჩებზე;
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.