2008 წლის აგვისტოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა ირაკლი შატაკიშვილმა საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და პატივი მიაგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული რუსთაველი გმირების ხსოვნას.
სასულიერო პირებმა 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს.
ღონისძიებას აგვისტოს ომში დაღუპული რუსთაველი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ.
2008 წლის აგვისტოს ომში ოთხი რუსთაველი სამხედრო მოსამსახურე - კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი, სერჟანტი კახაბერ თავგორაშვილი, კაპრალი ლევან იოსებიძე და კაპრალი გიორგი ჯავახიშვილი გმირულად დაიღუპა. ვახტანგ გზირიშვილს, კახაბერ თავგორაშვილსა და ლევან იოსებიძეს გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენები მიენიჭათ, გიორგი ჯავახიშვილს კი ვახტანგ გორგასლის სახელობის მეორე ხარისხის ორდენი.
ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.