რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნოდარ შეროზიამ, საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
2008 წლის აგვისტოს ომში ოთხი რუსთაველი სამხედრო მოსამსახურე - კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი, სერჟანტი კახაბერ თავგორაშვილი, კაპრალი ლევან იოსებიძე და კაპრალი გიორგი ჯავახიშვილი გმირულად დაიღუპა. ვახტანგ გზირიშვილს, კახაბერ თავგორაშვილსა და ლევან იოსებიძეს გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენები მიენიჭათ, გიორგი ჯავახიშვილს კი ვახტანგ გორგასლის სახელობის მეორე ხარისხის ორდენი.