მიმდინარე წლის 1 ივლისის მდგომარეობით ორსულებში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ჯამური რაოდენობა შეადგენდა 15 103, მათ შორის: 2020 წელს – 3 362 ; 2021 წელს – 7 326 ; 2022 წელს – 4 415.
ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიმოხილვაშია წარმოდგენილი.
დოკუმენტის თანახმად, 2022 წლის 1 ივლისის მდგომარეობით საქართველოში აღირიცხა COVID-19-ით განპირობებული დედათა სიკვდილის 25 შემთხვევა, მათ შორის 2020 წელს – 1 შემთხვევა, 2021 წელს 24.
„COVID-19-ით განპირობებული დედათა სიკვდილიანობის 25 შემთხვევიდან 24-ს შემთხვევაში შესაძლებელი იყო ვაქცინაციის ჩატარება (2021 წლის 15 მარტის შემდგომ), მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ვაქცინაცია ჩატარებული არ იყო,“ – ნათქვამია ანგარიშში.