რუსთავის ბაღების თანამშრომლებს ტუბერკულოზზე სკრინინგი უტარდებათ

2022-08-04 19:20:21

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლებს ტუბერკულიოზზე უფასო სკრინინგი უტარდებათ.

ბაღების თანამშრომლებს სკრინინგი ცენტრალური საავადმყოფოს ტერიტორიაზე განთავსებულ მობილურ კლინიკაში ჩაუტარდათ.

"ეს აქცია არის ქვემო ქართლის სამხარეო გუბერნიის ინიციატივით. ჩართულები იყვნენ ქალაქის მერია, გლობალური ფონდი, დაავადებათა ეროვნული ცენტრი, ტუბერკულიოზისა და პულმონოლოგთა ასოციაცია და ქალაქის ცენტრალური საავადმყოფო. ამ ადამიანების მხარდაჭერით ინიცირებით, ბაგა-ბაღების თანამსრომლების ტუბერკულიოზზე კვლევა მოხდა.
დღეს და ხვალ 122 ადამიანი შემოწმდება
",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ქალაქის ბაგა-ბარების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ეკა ხუციშვილმა.