რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2022-08-03 18:06:08

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 აგვისტოსს 10:00-დან 18:15 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ აბონენტებს რუსთავში თბილისის, მაჩაბელის, ფალიაშვილის, მეგობრობის ქუჩებზე. 10:00-დან 10:15 საათამდე და 18:00-დან 18:15 საათამდე - აბონენტებს რუსთავში ვაჟა-ფშაველას, ვახუშტის, პეტრე მელიქიშვილის, გონაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, მე-18 მიკრორაიონებში. 16:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს მშენებელთა, მარის არხის, მშვიდობის, დავით გარეჯის, გაგარინის, ჯავახიშვილის, ფიროსმანის, სააკაძის, სამგორის, წერეთლის, მაზნიაშვილის ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.