რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2022-07-28 00:15:07

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 28 ივლისს 15:30 საათიდან 18:30 საათამდე აბონენტებს რუსთავში:

მე-16, მე-17 მიკრორაიონებში, სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.