თუკი თქვენს სადარბაზოს სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება სჭირდება, ამისთვის რუსთავის მერიის (ა)იპ "რუსთავის კორპუსის" სამსახურს უნდა მიმართოთ, სადაც რეაბილიტაციისთვის 2 პროგრამა მოქმედებს.
პირველი "ინიციატივების პროგრამაა", რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას სამშენებლო მასალები გადაეცემა, ხოლო სამუშაოების შესრულებაზე თავად მოსახლეობამ უნდა იზრუნოს.
მეორე "თანადაფინანსების პროგრამაა",ამ დროს სადარბაზოს რემონტისთვის მუნიციპალიტეტი 90%-იან წილში შედის, ხოლო დარჩენილ 10% ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა იხდის.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" "რუსთავის კორპუსში" განუცხადეს, ამ ეტაპზე მეორე პროგრამისთვის გათვალისწინებული ლიმიტი თითქმის ამოწურულია.