რუსთავში მამაკაცმა დას სცემა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ძველ რუსთავში, 45 წლამდე და-ძმას შორის შელაპარაკება მოხდა რა დროსაც ძმამ დას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა.
ადგილზე გამოიძახეს პოლიცია.
პოლიციამ მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავა. მომხდარზე გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო.