რუსთავში, ყოფილი ქმარი ცოლს მოკვლით დაემუქრა

2022-07-23 00:36:37

რუსთავში, ყოფილი ქმარი ცოლს მოკვლით დაემუქრა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მარჯანიშვილის ქუჩაზე, 40 წლამდე მამაკაცი ყოფილ ცოლთან, საცხოვრებელ ბინაში მივიდა და  კარის გაღება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. უარმა მამაკაცის გაღიზიანება გამოიწვია და ყოფილ ცოლს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

ხმაურის გამო ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. მამაკაცი სამართალდამცავებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ მამაკაცი ყოფილ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდა.