იცოდი?- რომ რუსთავში სკოლა ქალაქის დაარსებამდე არსებობდა

2022-09-18 20:12:50

იცოდი?- რომ რუსთავში სკოლა ქალაქის დაარსებამდე არსებობდა.

პირველი საჯარო სკოლა, რომელიც რუსულენოვანი იყო 1943 წელს ჯერ კიდევ სოფელ რუსთავში 58 კვ.მ ფართობის ბარაკის ტიპის სახლში გაიხსნა, სადაც მხოლოდ სამი ოთახი იყო.

მისი სრული სახელი "სოფელ რუსთავის კარაიაზსკის რუსული არასრული საშუალო სკოლა" იყო.

სკოლაში იმ ადამიანების შვილები სწავლობდნენ, რომლებიც საბჭოთაკავშირის სხვადასხვა რესპუბლიკიდან ჩამოვიდნენ და ინდუსტრიულ ქალაქს აშენებდნენ.

1946-1947 სასწავლო წელს სკოლაში ქართველი მოსწავლეების რაოდენობა გაიზარდა, რის გამოც 1948 წელს ამავე სკოლში გაიხსნა ქართული არასრული საშუალო სკოლა და მისი დირექტორი ქსენია ზარქუა იყო.

ეროვნული მრავალფეროვნება სკოლაში როგორც მოსწავლეებში, ასევე მასწავლებლებშიც იგრძნობოდა.

ქვემოთ მოცემულ ფოტოებში ასახულია 1951-1952 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები. მათ შორის არიან სკოლის მასწავლებლებიც.

გიორგი აბრამოვიჩი - ქართველი, ისტორიის მასწავლებელი. ისაი ფედეროვიჩ-სკრინკოვი - რუსი, მათემატიკის მასწავლებელი და კლასის დამრიგებელი. იური ფედეროვიჩი - უკრაინელი, ფიზიკის მასწავლებელი, მარია ალექსევნა ტიბიცაევა - ოსი, ლიტერატურის მასწავლებელი.

 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები