რუსთაველმა ძიუდოისტმა გიორგი სარდალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
19 წლის სპორტსმენმა, რომელიც 60 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ზაგრების გრან პრიზე ესპანელი მეტოქის, ფრანსისკო გარიგოსი დამარცხება შეძლო და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
სარდალაშვილმა მეტოქის დამარცხება შეხვედრის დასრულებამდე 17 წამით ადრე იპონით შეძლო.