პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

2022-07-12 11:24:01

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

საქართველოს მოქალაქე, რომელსაც 15 ერაყელი, პოლონეთ-ლიეტუვის საზღვარზე უკანონოდ გადაჰყავდა, მესაზღვრეებმა პოდლასიეში დააკავეს.

პოდლასიეს სასაზღვრო დაცვის განყოფილების სპიკერმა, კატარინა ზდანოვიჩმა, დღეს თქვა, რომ სასაზღვრო დაცვის ოფიცრებმა ფოლკსვაგენის მარკის გადამზიდი შეამოწმეს, რომელსაც პოლონური სარეგისტრაციო ნომრები ჰქონდა.

უწყების ცნობით, მანქანას 27 წლის ქართველი მართავდა, ფოლკსვაგენში კი 15 ერაყელი იმყოფებოდა. ზდანოვიჩის თქმით, ოფიცრებმა დაადგინეს, რომ უცხოელები არალეგალურად კვეთდნენ პოლონეთ-ლიეტუვის საზღვარს.

პოლონური გამოცემის ცნობით, ყველა უცხოელი დააკავეს. მათივე ინფორმაციით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 27 წლის "კურიერი" სამი თვით დააკავეს. რაც შეეხებათ ერაყელებს, ისინი გამოცემის ცნობით, ლიეტუვის მხარეს გადასცეს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ სულ უფრო მეტი მიგრანტი კვეთს პოლონეთ-ლიეტუვის საზღვარს.

 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები