რუსთავის მეტალურგიული ქარგხნის ე.წ. სორტული საამქროს 100-მდე თანამშრომელი სამი დღეა გაფიცულები არიან.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის მეტალურგთა, მეშახტე და მაღაროელთა პროფკავშირების რუსთავის წარმომადგენელმა, გიორგი ტყემალაძემ განუცხადა, გაფიცულმა თანამშრომლებმა 6 კაციანი წარმომადგენლობითი ჯგუფი შექმნეს და პროფკავშირების იურისტთან ერთად კომპანიის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე შევიდნენ.
შეგახსენებთ, რომ სორტული საამქროს 100-მდე თანამშრომელის მოთხოვნაა ხელფასის 30%-იანი გაზრდა, ე.წ. მე-13 ხელფასის დამატება და შრომითი პირობების გაუმჯობესება.