სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ივნისის თვეში რუსთავში 8 ობიექტი დააჯარიმა. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა მიაწოდა.
მისი თქმით, ქალაქში საჯარიმო სანქცია სასურსათო და ხორცის სარეალიზაციო მაღაზიებს დაეკისრა. ობიექტებში ძირითადი დარღვევები ეტიკეტირების წესის, რეგისტრაციის არ ქონისა და ვადაგასული პროდუქციის რეალიზების გამო დაფიქსირდა.
ლიპარტელიანის ინფორმაციითვე, საერთო ჯამში, ქვემო ქართლის მასშტაბით საჯარიმო სანქცია 41 ობიექტს გამოეწერა, აქედან სამში კრიტიკული შეუსაბამობა იყო.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.