რუსთავში, და არამარტო, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.
დღეს აბიტურიენტები მე-15 საჯარო სკოლაში გამოცდებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.
ამ დროისთვის კვლავ გამოცდის პირველი სესია მიმდინარეობს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის, ზვიად მურადაშვილმა განუცხადა, გამოცდის პირველ სესიაზე 417 აბიტურიენტიდან 402 გამოცხადდა, ერთმა აბიტურიენტმა კი ერთი საათით დაიგვიანა და გამოცდაზე არ დაიშვა.