გაფიცვა რუსთავში, მეტალურგიულ ქარხნაში

2022-07-04 09:48:58

გაფიცვა რუსთავში, მეტალურგიულ ქარხნაში.

ქარხნის შესასვლელში რამდენიმე ათეული დასაქმებულია შეკრებელი. გაფიცულები არიან ე.წ. სორტული საამქროს თანამშრომლები. მათი მოთხოვნებია: ხელფასის 30% გაზრდა, ე.წ. მე-13 ხელფასის დამატება და შრომითი პირობების გაუმჯობესება.

გაფიცულ თანამშრომლებს ხვდებიან საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავჯდომარის მოადგილე ლავრენტი ალანია და რუსთავის მეტალურგთა, მეშახტე და მაღაროელთა პროფკავშირების რუსთავის წარმომადგენელი გიორგი ტყემალაძე.

არსებული ინფორმაციით მუშების ხელფასი 800-900 ლარს შეადგენს.

"ინფო რუსთავი" ცდილობს ქარხნის ადმინისტრაციასთან დაკავშირებას. მათ პოზიციას ოდნავ მოგვიანებით გაგაცნობთ.