რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2022-06-28 19:59:13

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივნისს 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს რუსთავში თბილისის, ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას, იალღუჯის, გოგი დოლიძის, გორის და მიმდებარე ქუჩებზე;

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.