რუსთავის მერიის დასაქმების პროგრამით 1078 ადამიანი დასაქმდა.
"ინფო რუსთავი" დაინტერესდა, რამდენი ხანია, რაც მუნიციპალიტეტი აღნიშნულ პროგრამას ახორციელებს და მერიას საჯარო ინფორმაციის მოწოდების მიზინით წერილით მიმართა.
მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პროგრამა 2018 წლიდან მოქმედებს და დასაქმებულთა ძირითადი ნაწილი კერძო სექტორში იწყებს მუშაობას. ამასთანავე, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ამ დროის განმავლობაში, გადამზადდა 150 მოქალაქე.
გარდა ამისა, საინფორმაციო სააგენტო დაინტერესდა, რამდენი ადამიანი მუშაობს პროგრამის განხორციელებაზე. როგორც რუსთავის მერიაში ამბობენ, პროგრამას ეკონომიკურ განყოფილებაში დასაქმებული 1 პირი ახორციელებს, რომლის ხელფასიც 1400 ლარია.