რუსთავში 6 საწარმო დააჯარიმეს

2022-05-28 18:07:05

რუსთავში მაისიდან დღემდე ჰაერდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის გამო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 6 საწარმო დააჯარიმა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავისთვის" დეპარტამენტიდან მიწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დაჯარიმებულები არიან საწარმოები: შპს გმტ 150 ლარით, სს "რუსთავის აზოტი" 5000 ლარით, შპს ვივაცემენტი 10000 ლარით, შპს "ჯეოსთილი" 5000 ლარით, შპს გია - 2019 10000 ლარით, შპს არესემ კორპ 20000, ხოლო შპს რუსთავის ფოლადის საქმე სასამართლოში გაიგზავნა.

მათი უმრავლესობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობის გამო დააჯარიმეს, ხოლო ნაწილი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი ან მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის მიერ მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევისას დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.