გადახდილი სახურავები, მოგლეჯილი ხეები და სადენები, დაზიანებული ავტომობილები - რუსთავში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. [ვიდეო/video]
ძლიერი წვიმა და ქარი ქალაქში არც ისე დიდხანს გაგრძელდა, თუმცა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ საცხოვრებელი სახელებისთვის სახურავები გადაეხადა მე-7 მიკრორაიონსა და სარაჯიშვილის ქუჩაზე. მოეგლიჯა ხეები და ამის შედეგად დაეზიანებინა ავტომობილები.
აღსანიშნავია, რომ ქარმა შეცვალა რუთაველების გეგმებიც. დაზიანდა "ოქსიგენ ფესტისთვის" ცენტრალურ პარკში მოწყობილი მთავარი სცენა, რის გამოც მუსიკალური ღონისძიებები გადაიდო.
"ინფო რუსთავმა" გადაიღო, რა ხდებოდა ქალაქის ქუჩებში უამინდობის გამო.