რუსთავში "ოქსიგენ ფესტის" 1-ელი დღე ვერ შედგა

2022-06-25 23:43:46

რუსთავში "ოქსიგენ ფესტის" პირველი დღე უამინდობის გამო ჩაიშალა.

ძლიერმა ქარმა რუსთავის ცენტრალურ პარკში მოწყობილი მთავარი სცენა დააზიანა, რის გამოც მუსიკალური და საცეკვაო ნომრების გაგრძელება შეუძლებელი გახდა. დაზიანდა ფესტივალისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურაც.

ძლიერმა ქარმა მოგლიჯა პარკში არსებული ხეებიც.

ჯერჯერობით უცნობია, რა ფრმით გაგრძელდება მუსიკალური ფესტივალი.

როგორც "ინფო რუსთავისაა" ცნობილი, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას "ოქსიგენის" ორგანიზატორები ხვალ გაავრცელებენ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები