გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 24 ივნისს 12:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ აბონენტებს ქ. რუსთავში: დავით გარეჯის, მაიაკოვსკის, ოსტროვსკის, სააკაძის, ბათუმის, ქაშაკაშვილის, სარაჯიშვილის ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.