რუსთავში მე-14 მიკრორაიონის N10, N11, N12 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების აივნებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც ასევე იგეგმება მე-11 მიკრორაიონის N1 კორპუსის გამაგრების სამუშაოებიც.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამუშაოების შესასრულებლად 422 892 ლარი გამოიყო.