იცოდი? - რომ რუსთავის ისტორია 40 საუკუნეს ითვლის

2022-09-03 18:16:29

რუსთავი ბევრი ადამიანისთვის საბჭოთა კავშირის დროს აშენებული მეტალურგთა ქალაქია.

2022 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 128 000 ადამიანისგან შედგება და, შესაძლოა, მათმა უმრავლესობამ იცოდეს, რომ ეს ქალაქი იქამდეც არსებობდა, ვიდრე მას კომუნისტები ააშენედნენ, თუმცა ცოტას თუ აქვს ინფორმაცია იმის შესახებთ, თუ რამდენად ძველია მისი ისტორია.

იცოდი? - მტკიცებულება, რომ ჩვენი ქალაქის ტერიტორიაზე ადამიანები ჯერ კიდევ, მინიმუმ 40 საუკუნის წინ ცხოვრობდნენ, აქრეოლოგიური გათხრების შედეგად 1949 წელს აღმოაჩინეს.

ეს არტეფაქტი წითლად გამომწვარი ქოთანია, რომელიც ძვ.წ. XVIII-XVII საუკუნით თარიღდება, ის არქეოლოგებმა ცურტაველის ქუჩის მიმდებარედ იპოვეს.

ქოთანი ადასტურებს, რომ ჩვენი ქალაქის ტერიტორიაზე იმ პერიოდში უკვე არსებობდა დასახლება.

ციხის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი ამავე პერიოდის სამარხი, რომელშიც ახალგაზრდა ქალი იყო დამარხული. სამარხის აღმოჩენა და გახსნა არქეოლოგებმა 2020 წლის გათხრების დროს შეძლეს.


ადამიანის ნეშტთან ერთად ნაპოვნია სხვადასხვა ფორმის, ზომის და ორნამეტებით შემკული თიხის ჭურჭელი და შეწირული ცხოველების ნეშთები.

ეს და კიდევ სხვა ისტორიული არტეფაქტები ისტორიკოსებს აძლევს საშუალებას თქვან, რომ მეორე ათასწლეულის დასაწყისში ჩვენი ქალაქის ტერიტორიაზე ადამიანები უკვე აქტიურად იყვნენ დასახლებულები, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსთავს მინიმუმ 40 საუკუნოვანი ისტორია აქვს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები