მეცნიერები, რომლებიც კიბოს სამკურნალო გზების ძიებას ცდილობენ, ახლა გახარებულები არიან, რადგან უახლეს ცდაში მონაწილე ყველა პაციენტმა შედეგად რემისია მიიღო. მათ შემთხვევაში, კიბოს ნიშნები აღარსად ჩანს. აღსანიშნავია ისიც, რომ 12 პაციენტს სწორი ნაწლავის კიბოს ექსპერიმენტული მკურნალობა ქიმიოთერაპიის გარეშე უტარდებოდა.
"მჯერა, ეს პირველი შემთხვევაა კიბოს მკურნალობის ისტორიაში", - აცხადებს დუის დიაზი, მეცნიერი.
კვლევის მონაწილეებს 6-თვიანი ექსპერიმენტული იმუნოთერაპიული მკურნალობის კურსი ჩაუტარდათ, რის შემდეგაც გაიგეს, რომ რემისიაში იმყოფებოდნენ.
ექიმების თქმით, მათ სურდათ სცოდნოდათ, რამდენად შეძლებდნენ იმუნოთერაპიით კიბოს მკურნალობას, თუმცა მსგავს შედეგებს ნამდვილად არ ელოდნენ. განსაკუთრებით კი იმას, რომ კვლევაში მონაწილე არცერთ პაციენტს დოსტარლიმაბის წამალზე უკუჩვენება არ ექნებოდა. ეს უკანასკნელი "იმუნურ უჯრედს კიბოს უჯრედების ამოცნობისა და შეტევის საშუალებას აძლევს".
მიღებული შედეგი დამაინტრიგებლადაც ჟღერს, მაგრამ სრულად განკურნების საშუალებას მაინც არ გვაძლევს. ამბობენ, რომ დოსტარლიმაბზე ალერგიული რეაქცია ყოველ მეხუთე ადამიანს აქვს, 3-5%-ს კი ისეთი მძიმე რეაქციები ახასიათებს, როგორიცაა კუნთების სისუსტე, ღეჭვისა და ყლაპვის პრობლემები. თუმცა ზოგიც მიიჩნევს, რომ ეს შედეგები კიბოს გარკვეულ სახეებში ვლინდება.
მართალია, კონკრეტული წამლის მოქმედების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასარკვევი და უფრო ფართომასშტაბიანი კვლევების ჩატარებაც არის საჭირო, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ მიღებული შედეგები როგორც პაციენტებისთვის, ისე ექიმებისთვის საკმაოდ ამაღელვებელი აღმოჩნდა.