რუსთავში ტაშკენტის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ჰიუნდაის" მარკის მსუბუქი ავტომობილი და "ოპელის" მარკის ტაქსი შეეჯახა, რის შემდეგაც ტაქსი ინერციით გაჩერებულ "ტოიოტას" დაეჯახა.
ავტომობილის მძღოლები ავტოსაგზაო შემთხვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
შემთხვევის დროს ერთი ადამიანი დაშავდა, თუმცა მას სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა პირველადი დახმარება ადგილზევე გაუწია.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურების ეკიპაჟები.