2022-06-05 23:09:21
    
		
		
			რუსთავში უბედურ შემთხვევას კაცი ემსხვერპლა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ლეონიძის ქუჩაზე ერთ-ერთ ავტოსახელოსნოში ახალმისული 54 წლის თანამშრომელი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. გარდაცვალება, სავარაუდოდ, გულს უკავშირდება.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფოსა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.