რუსთაველის ქუჩის დარჩენილი ნაწილის რებილიტაცია დაგეგმილია. ამის შესახებ ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ "ინფო რუსთავის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"ყველა ჩვენი შეთანხმება მოსახლეობასთან და ყველა პროექტი, რაზეც ვისაუბრეთ, შესრულდება. სწორედ ასეთია რუსთაველის ქუჩის გაგრძელება. პროექტი დასრულდება თუ არა, მე მექნება შეხვედრა მოსახლეობასთან, განვიხილავთ დეტალურად ყველა საკითხს მათთან ერთად და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიწყებთ პროექტის განხორციელებას", - განაცხადა ლაცაბიძემ.
შეგახსენებთ, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია 2021 წლის მარტის თვეში დაიწყო. მუნიციპალიტეტს სამუშაოები ჯერ არ ჩაუბარებია, რადგან შემსრულებელი კომპანიის მხრიდან გარკვეული ხარვეზების გამოსწორება მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, #4, #8, #12 და #16 კორპუსები რეაბილიტირდა. მოქალაქეები მოითხოვენ, რომ რეაბილიტაცია ჩაუტარდეს დარჩენილ საცხოვრებელ კორპუსებსაც.