რუსთავის მოსახლეობის 91,7% პროცენტი ეთნიკურად ქართველებისგან შედგება.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ინფორმაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მიაწოდეს.
ბოლო საყოველთაო აღწერის მიხედვით, რომელიც საქართველოში 2014 წელს ჩატარდა, რუსთავის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა ასე გამოიყურება.
ცნობისთვის, 2014 წელს ქალაქის მოსახლეობა 124 000 ადამიანისგან შედგებოდა, ხოლო 2022 წლის მონაცემებით 128 800-ია, რის გამოც,შესაძლებელია, საყოველთაო აღწერის შემდეგ ზემოთ მოცემული სტატისტიკური მონაცემები მცირედით შეცვლილიყო.