რუსთავში ველომსვლელობა მოეწყო[video]

2022-05-31 20:03:56

რუსთავში ველომსვლელობა მოეწყო.

მსვლელობა მსოფლიო დღე „თამბაქოს გარეშეს“ ფარგლებში გაიმართა.

ველომოყვარულებმა სტარტი ქალაქის შემოსასვლელიდან აიღებენ და რუსთვის პარკში დაასრულეს.

აქტივობის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მწეველთათვის თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული რისკების შეხსენებაა.

მსვლელობა რუსთავის მერიის სპორტის დეპარტამენტის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ორგანიზებით მოეწყობა.

მსოფლიო დღე „თამბაქოს გარეშე“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში უკვე 35-ე წელია აღინიშნება.